[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

შეხვედრა სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობასთან

21მაი

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) თანამშრომლები მიმდინარე წლის 21 მაისს იმყოფებოდნენ სოფელ იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), სადაც მოისმინეს მოსახლეობის წუხილი მათ მართლზომიერ სარგებლობაში ტრადიციულად არსებული მიწის ნაკვეთების სხვა პირებზე უკანონო გასხვისების პრაქტიკასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, მიწების რეგისტრაციის პროცესი მათ სოფელში კანონდარღვევით ხორციელდება და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევებს. მოსახლეობა შეშფოთებულია, რომ ამ თვითნებური და უკანონო პრაქტიკის გამო კარგავენ უფლებას და წვდომას მიწაზე, როგორც სასიცოცხლო რესურსზე, რაც მათი ცხოვრებისა და განვითარების საფუძველია. შეხვედრის დროს ადგილობრივებს გავუწიეთ სამართლებრივი კონსულტაციაც

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უახლოეს მომავალში დეტალურად შეისწავლის იორმუღანლოს მოსახლეობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მასალებს შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ და მიიღებს სათანადო სამართლებრივ ზომებს მოქალაქეების უფლებების აღდგენისა და დაცვის ხელშეწყობისთვის. 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“