22 იანვარს მარნეულის სოფლების ხულდარას, აღმამედლოს, ქვემო სარალისა და კასუმლოს სათემო ცენტრების აქტივისტებთან ერთად, ვიმსჯელეთ ამ სოფლებში იდენტიფიცირებული სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევების შესახებ.
ბოლო თვეებში დემოკრატიული კვლევის მეთოდების გამოყენებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აღნიშნული სოფლების საჭიროებები და წუხილები შეისწავლა და სოფლის მოსახლეობისა და სათემო აქვისტების მონაწილეობით სოციალური ცვლილებებისთვის მუშაობის ორგანიზებას გეგმავს. საჭიროებების კვლევა აჩვენებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური მონაწილეობის, სასიცოცხლო რესურსებზე (წყალი, მიწა) და საზოგადოებრივ სიკეთეებზე არასათანადო წვდომის, პოლიციის გულგრილობის, ქალთა საჭიროებების პოლიტიკიდან განდევნის და არაღიარების სერიოზულ და სისტემურ გამოწვევებს. EMC სათემო ორგანიზაციებთან ერთად უახლოეს პერიოდში დაგეგმავს შეხვედრას მარნეულის მერიასთან და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე დისკუსიას გამართვას.
შეხვედრის, ისევე როგორც ყველა ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტით.