საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
10ივნ
10 ივნისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით თბილისში გაიმართა პანკისსა და მარნეულში მოქმედი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების მონაწილეების შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა წაიკითხა მოხსენება სამოქალაქო ინტეგრაციის და თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე. სკოლის მონაწილეებმა მინისტრს და აპარატის წევრებს გაუზიარეს ინტეგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წუხილები, მათ შორის, მათ რეგიონებში არსებული გამოწვევები. პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია