[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

შეხვედრა კახეთში მართლმსაჯულების სფეროს გამოწვევებზე

11მაი

Cover image

2023 წლის 11 მაისს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრა გამართა თელავში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. 

შეხვედრა შეეხებოდა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ  ძირითად გამოწვევებს, მათ შორის, სასამართლოში არსებულ არაფორმალური მმართველობის პრობლემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების კონცენტრაციასა და გამჭვირვალობის ნაკლებობას და ა.შ. მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ გამოწვევების მოგვარების პერსპექტივებზეც. შეხვედრისას ასევე განხილული იქნა, როგორ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და რა რეკომენდაციები გასცა ევროკომისიამ საქართველოსთვის სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრეებმა იმსჯელეს სასამართლო სისტემის ირგვლივ საკითხებზე. მონაწილეთა მოსაზრებით, სისტემა ჩაკეტილია და. დაინტერესების შემთხვევაში, გარე კვალიფიციურ კადრებისთვის სასამართლოში შესვლა თითქმის შეუძლებელია. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილის აზრით, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება რთულია წინმსწრებად ძირეული პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების გარეშე.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან ქალაქებსა და რაიონებში.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართავს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“