[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

შეხვედრა ითხვისის მოსახლეობასთან

21მაი

Cover image

შაბათს, 21 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ასევე სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლის მონაწილეობით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სოფლის შეკრება გაიმართა.
 
ითხვისის მაცხოვრებლებისთვის კვლავ უცნობია, შეიქმნა თუ არა უწყებათაშორისი კომისია სოფელში მომხდარი მიწის ჩაქცევის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, როგორია მისი შემადგენლობა და რა ვადებში გეგმავენ სახელმწიფო უწყებები მომხდარ ფაქტზე რეაგირებას. აღნიშნულის შესახებ საიას მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ასევე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.
სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სოფელში ნიადაგის ჩაქცევის შემსწავლელ კომისიაში სოფლის მოსახლეთა მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ჩართვა და გასაჯაროვდეს კომისიის მიერ სიღრმისეული კვლევის დასრულების ზუსტი თარიღი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“