საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
19სექ
2019 წლის 19 სექტემბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) გაიმართა შეხვედრა იპოთეკით დაზარალებულ პირებთან. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მოქალაქეები დგანან. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტიები, გამოსახლებისა და უსახლკარობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები. შეხვედრა გაიმართა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში- "კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა".
ინსტრუქცია