[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

შეხვედრა ბოლნისის მერთან

24დეკ

Cover image

24 დეკემბერს EMC-ის წარმომადგენლები, პლატფორმა სალამის აქტივისტებთან ერთად, ბოლნისის მერსა და მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩვენი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებული სოციალური და უფლებრივი გამოწვევების გაზიარება და კონკრეტული რეკომენდაციების შეთავაზება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ ადგილობრივ პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობების დაბალი პოლიტიკური მონაწილეობის, ენის დომინაციის პოლიტიკის, განათლების (მათ შორის, საბავშვო ბაღების) დაწესებულებების სიმწირის, ბოლნისის სოფლებში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის, კულტურის პოლიტიკის ხარვეზების, ბუნებრივი რესურსების (წყლის, მიწის) განაწილებისა და ხელმისაწვდომობის პრობლემის შესახებ. EMC ძირითადი რეკომენდაციები უკავშირდებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიისა და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შექმნის საჭიროებას, სადაც ინტეგრირებული იქნება ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და მულტიკულტურული სოციალური გარემოს შექმნის საკითხი. EMC დააყენა მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებისთვის საჯარო ინფორმაციის, ასევე მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის საჭიროების საკითხი. EMC-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხსა და მიწის და წყლის, ასევე განათლების რესურსების სამართლიანი გადანაწილების და უზრუნველყოფის თემას უკავშირდებოდა. შეხვედრაზე ცალკე ყურადღება დაეთმობა ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობისა და ძეგლების დაცვის საკითხს.

შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა EMC-ს გაუზიარეს მათი მიმდინარე პროგრამები და ხედვები და შეთანხმდნენ მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მუშაობა, რომელიც ადგილობრივ თემთან პროაქტიული და მგრძნობიარე მუშაობით გამოირჩევა.

ჩვენ ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად გავაგრძელებთ ადამიანის უფლებებზე, სოციალურ სამართლიანობაზე და თემის დემოკრატიულ მონაწილეობაზე ორიენტირებული რეკომენდაციების გაზიარებას და ადვოკატირებას ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე ბოლნისში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“