საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
16აპრ
გასულ კვირას სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ორგანიზებით სოფელ ვახტანგისში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ გლეხებთან და ახალგაზრდებთან. შეხვედრების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს დავით გელუტაშვილმა, მარიამ დალაქიშვილმა და სემა სადიკმა.
მოხსენებების თემატიკა მოიცავდა გლეხთა კოოპერატივებისა და სახელმწიფოს მიერ აგრარული სუბსიდირების შესახებ ლექციას, 1 + 4 პროგრამის, პროფესიის არჩევის, უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლის შესახებ კვლევის დაკვირვებებისა და პირადი გამოცდილებების გაზიარებას. შეხვედრები გაიმართა სოფელი ვახტანგისის ახლადგახსნილ სათემო ცენტრში.
შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერის" ფარგლებში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია