[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

საველე ვიზიტი მთიან აჭარაში

18აგვ

Cover image

აგვისტოს თვეში, მთიან აჭარაში -  დიდიეილის, უჩხოსდიდაჭარის იეილებსა და სოფელ ღორჯომში სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა, ნესტან ანანიძემ, ქალებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა ქალთა ქონებრივი უფლებების საკითხები საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში. კონკრეტულად კი, მეუღლეთა ქონებრივი უფლებების თანასწორობის, თანასაკუთრებისა და ინდივიდუალური საკუთრების, მეურვეობისა და შვილების მიმართ მშობლების უფლება-მოვალეობების, მეუღლეთა სოციალური გარანტიების, მემკვიდრეობის მიღების, ადრეული ქორწინების საკითხები.

ასევე, გავუზიარეთ ინფორმაცია სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით ჩვენი რესურსების შესახებ.

დამსწრეთა ინტერესები და კითხვები ძირითადად უკავშირდებოდა მათი ყოფიდან ამოზრდილ სოციალურ და უფლებრივ საკითხებს. მაგალითად: ბავშვის მეურვეობა, ალიმენტის რაოდენობის განსაზღვრა და მისი გადახდის პრობლემურობა, მეუღლეთა თანასაკუთრების ცალმხრივად განკარგვის ნეგატიური შემთხვევები, მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულებები, შვილებს შორის მემკვიდრეობის თანასწორი განაწილების წესის მნიშვნელობა და სხვა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“