საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
07დეკ
7 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ორგანიზებით, პარლამენტისა და სხვადასახვა პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრნენ და ადგილობრივებისგან მათი საჭიროებებისა და წუხილების შესახებ ადგილზე მოსაზრებები მოისმინეს.
პოლიტიკოსები თავდაპირველად ფერი ხანუმის სასაფლაოზე მივიდნენ და მოისმინეს ფერი ხანუმის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისტორია, შემდეგ კი შედგა შეხვედრა სოფელ ქოსალარში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ბორჩალოული ხალიჩების მქსოველებთან, სადაც უშუალოდ მათგან მოისმინეს იმ მძიმე ყოფის შესახებ, რომელშიც ქალებს უწევთ ცხოვრება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.
შეხვედრა შედგა ასევე, სათემო რადიო "მარნეულშიც", სადაც ადგილობრივმა აქტივისტებმა მიმოიხილეს თემის წინაში არსებული გამოწვევები. დღის ბოლოს კი პოლიტიკოსები სოფელ მარადისში ჩავიდნენ და დაათვალიერეს აჭარიდან გამოსახლებული ეკომიგრანტი ქალების მიერ შექმნილი სასათბურე მეურნეობა და ადგილობრივი ქალების კოოპერატივისა და უნიკალური თვითორგანიზების შესახებ ისტორიები მოისმინეს.
ინსტრუქცია