[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სამუშაო შეხვედრა: „წინასაარჩევნო პერიოდში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებები, წუხილები და გამოწვევები"

10სექ

Cover image

10 სექტემბერს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა: „წინასაარჩევნო პერიოდში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებები, წუხილები და გამოწვევები".
 
შეხვედრაზე მიმოხილული იყო ის პრობლემები და საჭიროებები, რის წინაშეც ქვეყანაში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები დგანან წინასაარჩევნო პერიოდში.
 
შეხვედრის მიზანი იყო, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგსა და სამუშაო პროცესებში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებების, წუხილების და გამოწვევების ასახვის ხელშეწყობა და ამ თემაზე აკადემიურ, პოლიტიკურ და აქტივისტურ წრეებს შორის დისკუსიის სივრცეების გაჩენა.
 
შეხვედრის ფარგლებში უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი აქტივისტები და თემაზე მომუშავე ექსპერტები მსჯელობდნენ მათ პერსპექტივებზე, ხედვებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებულ რეგიონებში საარჩევნო პროცესების დინამიკას, კონტექსტსა და სოციალური საჭიროებების ასახვას უკავშირდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“