საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
15აპრ
2018 წლის 15 აპრილს, 2 საათზე, სოფელი დუისის კლუბში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ თემთან, რომელიც ეხებოდა მდინარე ალაზანზე ახალი ჰესების მშენებლობას. შეხვედრას ორგანიზება გაუწია ეკოლოგიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივა“ და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“. „მწვანე ალტერნატივას“ ექსპერტმა თემის წევრებს წარუდგინა მდინარე ალაზანზე ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მან ადგილობრივებს ასევე გაუზიარა მუშაობის სტრატეგიის საკუთარი ხედვა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სვანეთის და რაჭის ადგილობრივი თემის წარმომადგებლები, ასევე მწვანე აქტივისტები, რომელთაც აქვთ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ კოლექტიური ბრძოლის საინტერესო გამოცდილება.
ინსტრუქცია