საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
18აპრ
2018 წლის 18 აპრილს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას თემაზე: პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის სოციალური და ემოციური გავლენები ადგილობრივ ქისტ თემზე.
შეხვედრა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, მათ შორის, უხუცესთა საბჭოს, ჯამაათის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს დაეთმო. მათ აღწერეს და შეაფასეს ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა და იმსჯელეს ხეობაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად ხარვეზებზე, რომელიც ადგილობრივი ქისტი თემის სოციალური ინკლუზიის და თანასწორი შესაძლებლობების შექმნის ნაცვლად, სახელმწიფო უსაფრთხოების პარადიგმას ეფუძნება შედეგად კი ხეობის იზოლაციას უწყობს ხელს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ასევე ადამიანის უფლებებზე და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და აკადემიის წარმომადგენლები.
ინსტრუქცია