[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

სამუშაო შეხვედრა- "ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“

26აპრ

Cover image

2018 წლის 26 აპრილს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - "ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიზნით შემუშავებული კანონპროექტის შინაარსზე. მომხსენებლებმა განმარტეს, თუ რას გულისხმობს ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელსაც EMC, „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან“ ერთად სთავაზობს საზოგადოებას. ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, აგრეთვე უშუალოდ რეფორმის პროცესზე და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რის გამოც ამ დრომდე ვერ მოხერხდა შეთავაზებულ კანონპროექტზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით (პლატფორმა აერთიანებს 40-ზე მეტ სუბიექტს, აქტივისტურ და სათემო ორგანიზაციებს, დარგის ექსპერტებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს) მომზადებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტი თითქმის ერთი წლის წინ დარეგისტრირდა პარლამენტში. თუმცა, კანონპროექტის განხილვა  არაერთხელ გადაიდო და მასზე ამ დრომდე არაა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. გასულ თვეებში სახელმწიფო უწყებებთან ჩატარებული არაერთი კონსულტაციის მიუხედავად, სისტემური რეფორმის გატარება დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად რეფორმის ალტერნატიულ კანონპროექტებზე მუშაობენ, რომელიც არ ემყარება სისტემურ ხედვას და მიზნად ისახავს ფრაგმენტულ, უმნიშვნელო ცვლილებებს.

შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული და ამავე პროგრამის პროექტების კოორდინატორი, გურამ იმნაძე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“