[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სამუშაო შეხვედრა გამყოფ ხაზთან

24ოქტ

Cover image

24 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა სამუშაო შეხვედრა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან. შეხვედრის მიზანი იყო ქალებში  ჯანმრთელობის კუთხით არსებული პრობლემების და საჭიროებების გამოვლენა და მათთვის პირდაპირ მხარდაჭერის შეთავაზება. კერძოდ, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა ექიმის ვიზიტს და ქალების ადგილზე გამოკვლევას, ასევე სპეციალისტის მიერ ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და დროული გამოკვლევების  მნიშვნელობის  საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრის გამართვას.  

ადგილობრივმა ქალებმა გაგვიზიარეს ჯანმრთელობის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული გამოწვევები და ბარიერები. თვალსაჩინოა სოფლებში არსებული სიღარიბე, რაც აისახება  ჯანმრთელობაზე ზრუნვის შეუძლებლობაზე, კერძოდ,  ქალების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტს, ლაბორატორიული სამედიცინო კვლევების ჩატარებას და მედიკამენტების შეძენას. უჩივიან სახელმწიფო ტრანსპორტის გაუმართაობას, რაც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია მათთვის.

შეხვედრაზე გამოვლინდა ასევე ქალების მძიმე შრომითი ყოფა. მწირი სამუშაო ადგილების  არსებობის ფონზე,  თვალშისაცემია ახალგაზრდების გადინება სამუშაოდ თბილისსა და საზღვარგარეთ, რის შედეგადაც სახლში დარჩენილ ქალებს უწევთ არა მხოლოდ შინ და გარეთ შრომა, არამედ ისეთი ფიზიკურად მძიმე სამუშაოების შესრულება, როგორიცაა ფერმერული საქმიანობა.

ასევე საუბრისას გამოიკვეთა ომით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმატიზაციის პრობლემატიკა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა მათი ფსიქოლოგიური თერაპიის და რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამით უზრუნველყოფა, რაც უარყოფითად აისახა პოსტ-ტრავმატული სტრესის გავრცელებაზე მოსახლეობაში და  ზოგადად თემში სოციალურ გაუცხოებაზე, რასაც თავის მხრივ დაემატა პანდემიით გამოწვეული სტრესი და იზოლაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას იხდნის მასპინძლობისთვის და მხარდაჭერითვის მერეთის სათემო ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ლია მიქელაძეს.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“