[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სამუშაო შეხვედრა - "ეთნიკური უმცირესობები და სახელმწიფოს პოლიტიკა."

20დეკ

Cover image

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს EMC-მ გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: "ეთნიკური უმცირესობები და სახელმწიფოს პოლიტიკა." სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორი ძირითადი თემა:

1. საქართველოს აზერბაიჯანელ თემში არსებული სისტემური გამოწვევები;

2. პანკისის ხეობა - კონტექსტი და გამოწვევები.

შეხვედრის ფარგლებში EMC წარმომადგენლებთან ერთად მოხსენებები გააკეთეს ადგილობრივი თემის აქტივისტებმა და მასწავლებლებმა და საკუთარი დაკვირვებები და წუხილები გაუზიარეს დამსწრეებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და აქტივისტები. ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“