საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
05დეკ
5 და 6 დეკემბერს EMC-ში გაიმართა სალექციო კურსი, არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური თემის აქტივისტებისთვის, ნაციონალური პოლიტიკის და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. სალექციო კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნაციონალიზმის თეორიები, საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა, ინტეგრაციის პოლიტიკის დინამიკა საქართველოში, ინტეგრაციის კუთხით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და სხვა. სალექციო კურსის ფარგლებში წაკითხული მოხსენებები: თამთა ხალვაში - „ნათესავიდან ერამდე“; დავით ჯიშკარიანი - „საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა - ერები „ეთნოგრაფიასა“ და „სუვერენიტეტს“ შორის; შოთა პაპავა - „ჰიბრიდულობის თეორია და პრაქტიკა“; რეზი ქოიავა - „ინდივიდუალიზებული და მომხმარებელი საზოგადოება“ ; პაატა ზაქარეიშვილი - „ინტეგრაციის პოლიტიკის დინამიკა საქართველოში - ისტორიული პერსპექტივა“; თეონა ფირანიშვილი - „ინტეგრაციის კუთხით სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების მიმოხილვა“; ალექსანდრა აროშვილი, „პოლიტიკური და სოციალური თვითგამორკვევის პერსპექტივები საქართველოში“ სალექციო კურსი ჩატარდა USAID/PROLOG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესება მარგინალიზებული ჯგუფებისათვის სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში.
ინსტრუქცია