საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
05სექ
5 სექტემბერს, 18:30 საათზე, სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა ბათუმში გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა?”
შეხვედრის ადგილი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (26 მაისის ქუჩა N31, ბათუმი)
დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, მის სისტემურ მიზეზებზე და დაძლევის გზებზე.
შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სტრატეგიების პრობლემურობაზე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად აქვს გამოყენებული, და განიხილეს ამ სტრატეგიების მძიმე და გრძელვადიანი პოლიტიკური და სოციალური შედეგები.
გარდა ამისა, მონაწილეებმა მოისმინეს ადგილობრივი აქტივისტების, ჟურნალისტებისა და აქტიური მოქალაქეების მოსაზრებები იმ სირთულეებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან დემოკრატიისთვის ბრძოლის პროცესში და იმ საჭიროებებზე, რაც მათ მედეგობის შესანარჩუნებლად ყველაზე მეტად სჭირდებათ.
დისკუსია წარიმართა დიალოგის რეჟიმში, თუმცა პირველადი ინტერვენციები გააკეთეს მოწვეულმა სტუმრებმა:
პაატა ზაქარეიშვილი — პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
მალხაზ ჭკადუა — საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
იაგო კაჭკაჭიშვილი — სოციოლოგი
თამთა მიქელაძე — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მოდერატორი: ლევან ტალახაძე — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ინსტრუქცია