საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
01ნოე
1 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია „რას ნიშნავს სახელმწიფო კომისიის დასკვნა ითხვისისთვის და მოპოვებით დაზარებული სხვა თემებისთვის?“
საჯარო დისკუსიაზე მომხსენებლებთან ერთად განვიხილავეთ და შევაფასეთ უწყებათაშორისი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელშიც განხილულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მიწის ჩაქცევის მიზეზები.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში მიწის ჩაქცევის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას დაუზიანდა და დაენგრა სახლები. მოსახლეობა ჩაქცევის პროცესებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სოფელში მანგანუმის მოპოვებას უკავშირებს. მთავრობის დავალებით მომზადებული და 10 ოქტომბრით დათარიღებული დასკვნის მიხედვით კი, ჩაქცევის მიზეზად ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მიმდინარე მოპოვების შედეგად დარჩენილი სიცარიელეები დასახელდა.
ინსტრუქცია