საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
03ოქტ
3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ქუთაისში გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “ნამდვილი მშვიდობა — ევროკავშირი და სამშვიდობო პოლიტიკის შესაძლო პერსპექტივები”.
ადგილი: რესტორანი "ლილესთან" (თამარ მეფის ქუჩა #11, ქუთაისი)
დისკუსიის მიზანი იყო ევროკავშირის კონტექსტში სამშვიდობო პოლიტიკის შესაძლებლობების განხილვა და იმის წარმოჩენა, თუ რას ნიშნავდა სამშვიდობო პოლიტიკა დემოკრატიული პოლიტიკის თვალსაზრისით და რა პოლიტიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური განზომილებები შეიძლებოდა ჰქონოდა მას საქართველოს კონტექსტში.
მომხსენებლები იყვნენ:
მედეა ტურაშვილი — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მიშა ჯახუა — მშვიდობის განვითარების ცენტრი
ბადრი ბელქანია — ქართულ-აფხაზური კონტექსტი, Jamnews
მოდერატორი: თამთა მიქელაძე — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ხელისუფლების მხრიდან მშვიდობის იდეის აგრესიული ინსტრუმენტალიზაციის ფონზე, დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მშვიდობის დემოკრატიული გაგება, საქართველოში სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით მოსალოდნელი ახალი შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს იმაზეც, თუ როგორ აღიქვამდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა მშვიდობასა და კონფლიქტების მომავალს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი მონაწილეობა სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში.
შეხვედრის დროს ნაჩვენები იქნა მცირე ფილმი, რომელიც დევნილთა პერსპექტივებს აჩვენებდა წარსულზე და მომავალზე, ომსა და მშვიდობაზე.
ინსტრუქცია