16 ოქტომბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსიას გორში - “ნამდვილი მშვიდობა - ევროკავშირი და სამშვიდობო პოლიტიკის ახალი პერსპექტივები.”
შეხვედრის ადგილი: ხელოვნების სახლი - გალერეა (გურამიშვილის 5, გორი)
დისკუსიის მიზანია ევროკავშირის კონტექსტში სამშვიდობო პოლიტიკის შესაძლებლობების განხილვა და იმის წარმოჩენა, თუ რას ნიშნავს სამშვიდობო პოლიტიკა დემოკრატიული პოლიტიკის თვალსაზრისით და რა პოლიტიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური განზომილებები შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს კონტექსტში.
მომხსენებლები:
მედეა ტურაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ზურა ბენდიანიშვილი, კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“
დავით ბრაგვაძე, მკვლევარი
მოდერატორი:
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ხელისუფლების მხრიდან მშვიდობის იდეის აგრესიული ინსტრუმენტალიზაციის ფონზე, დისკუსიის ფარგლებში განვიხილავთ მშვიდობის დემოკრატიულ გაგებას, საქართველოში სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად გამოწვევებს და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით მოსალოდნელ ახალ შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს, თუ როგორ აღიქვამს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა მშვიდობასა და კონფლიქტების მომავალს და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში.
შეხვედრის დროს გაიმართა მცირე ფილმის ჩვენებაც, რომელიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანების პერსპექტივებს აჩვენებს კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრების ყოველდღიურობაზე, ომსა და მშვიდობაზე.