[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

საჯარო დისკუსია “ქართველი მუსლიმების ისტორია და ყოფა საქართველოში”

06სექ

Cover image

6 სექტემბერს, 18:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ხულოში გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “ქართველი მუსლიმების ისტორია და ყოფა საქართველოში.”
შეხვედრის ადგილი: რესტორანი „ხულო“ (დავით მამულაძის N6, დაბა ხულო)

დისკუსიის ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური ფილმის „უხილავი ფერები – ქართული ხის მეჩეთების“ ჩვენება.

ფილმის ჩვენების შემდეგ, მომხსენებლებმა გააკეთეს მოკლე ინტერვენციები, რომელშიც ისაუბრეს ქართველი მუსლიმების კულტურაზე, ისტორიაზე, დღევანდელ ყოფასა და საჭიროებებზე.

ინტერვენციების შემდეგ გაიმართა დისკუსია დიალოგის ფორმატში, სადაც მომხსენებლებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და აქტივისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები ქართველი მუსლიმების პრობლემებსა და საჭიროებებზე.

დისკუსიას გაუძღვნენ:

  • ასლან აბაშიძე – ხულოს მუფთი

  • პაატა ზაქარეიშვილი – პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი

  • ნესტან ანანიძე – სოლიდარობის თემი

  • თამთა მიქელაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

  • მოდერატორი: ლევან ტალახაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“