საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
15ნოე
2019 წლის 15 ნოემბერს EMC-მ, სათემო ორგანიზაცია "კასუმლოს ახალგაზრდულ ცენტრთან" ერთად სოფელ კასუმლოს მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია ოჯახში ძალადობის, განათლების უფლების, მიწის რეგისტრაციის, დისკრიმინაციისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.
EMC-ის იურისტებთან ერთად, მოსახლეობას სახელმწიფო სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაცია სოციალურმა მუშაკმა, მარიამ ბანძავამ მიაწოდა და სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში დაეხმარა.
გასვლითი შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად საჭიროებას სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში რეგისტრაციის, განათლების უფლების ადეკვატურად რეალიზების, სახელმწიფო სოციალური დახმარების მიღების, სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციის პროცესში თარჯიმნის სერვისის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
გასვლითი შეხვედრა განხორციელდა შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის გაძლიერება და უფლებების დაცვა კვლევის, განათლების, ადვოკატირებისა და ნდობის აღდგენის გზით" ფარგლებში.
ინსტრუქცია