საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
29ოქტ
29 ოქტომბერს გაიმართა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პროექტის - ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა - პრეზენტაცია. პროექტი შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის სტანტარდების გაძლიერება.
პროექტი წარადგინა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ და ისაბურა როგორც პროექტის სამომვალო მიზნებზე, ისე ქვეყანაში უმცირესობათა კუთხით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტიმ. პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე თემის აქტივისტები.
ეთნიკური უმცირესობების ინტერგაცია ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პროექტის უმთავრესი კომპონენტი ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება იქნება. EMC-ის გუნდი აქტიურად ითანამშრომლებს პოლიტიკოსებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და შესთავაზებს მათ კვლევებზე დაფუძნებულ ანალიზსა და რეკომენდაციებს. ამის გარდა, პროექტი იმუშავებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან და მედიასთან უმცირესობების ინტეგრაციისა და სამოქალაქო იდენტობის გასაძლიერებლად.
ინსტრუქცია