საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
27ოქტ
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, გამართა დისკუსია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ.
საქართველოს უსაფრთხოების სექტორში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის ანალიზის შედეგად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი რამდენიმე დასკვნამდე მივიდა:
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებმა, თამარ ფაჩულიამ და თამთა წვერაიძემ, წარმოადგინეს სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების გაუარესებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგები. მათ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საჯარო ინფორმაციის დაუსაბუთებელი შეზღუდვა; დასაიდუმლოების პრაქტიკა და ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში საჩივრის წარმოების სირთულეები.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა, მიმოიხილა ორგანიზაციის მიერ მომზადებული უახლესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია, კერძოდ, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გამოხმაურების მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი - 58%-ია.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თამარ გუგუტიშვილმა საჯარო ინფორმაციის მიღებაში აპარატის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და როლს მოქალაქეთა უფლების დაცვაში ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით.
დისკუსია გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით.“ პროექტი მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლებას სიღრმისეული ანალიზის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შეთავაზებით.
ინსტრუქცია