საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
21დეკ
21 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა ორი ანგარიშის პრეზენტაცია: „შრომის ინსპექცია 2021“ და „არაფორმალური და არასტანდარტული დასაქმება საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და სარეფორმო ხედვა“.
კვლევაში შრომის ინსპექციის შესახებ, მიმოხილულია შრომის ინსპექციაზე დაკვირვების შედეგად დაგროვებულ გამოცდილება და შეფასებულია, რამდენად ახერხებს უწყება გაზრდილი უფლებამოსილებით სარგებლობას და რა ძირითადი გამოწვევები იკვეთება მის საქმიანობაში. შრომის კოდექსის ნაწილობრივი რეფორმის შედეგად შრომის ინსპექციას მიენიჭა უფლებამოსილება, შეამოწმოს და შეაფასოს არამხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების საკითხები, არამედ შრომითი ურთიერთობის ყველა სხვა ასპექტიც. გაფართოებული მანდატი შრომის უფრო ეფექტიანი რეგულაციის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის, თუმცა მის აღსრულებას შესაბამისი რესურსები და სათანადო პრაქტიკის გამომუშავება სჭირდება - https://cutt.ly/qIMabR4
ხოლო კვლევა არაფორმალური შრომის შესახებ, მიმოიხილავს სექტორში არსებულ ძირითად პრობლემებს. ეს სექტორები - კვლავ დიდწილად ზედამხედველობის მიღმა რჩება. ერთი მხრივ, ფორმალური შრომითი ურთიერთობის არარსებობა, მეორე მხრივ, კი ქვე-კონტრაქტირებისა და პლატფორმული შრომის ახალი ფორმები და მათი მზარდი გავრცელება ქმნის საფრთხისშემცველ, ფიზიკურად მძიმე სამუშაო ადგილებსა და შრომით ურთიერთობებს - https://cutt.ly/sUfsVDu
ინსტრუქცია