[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

მრგვალი მაგიდა: “ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა”

25თებ

Cover image

25 თებერვალს, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა”.

 

ბოლო კონსტიტუციური რეფორმის შედეგად ქვეყანაში გაუქმდა პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს სახით არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო. მთავარობის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც უშიშროების საბჭოს ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას გულისხმობს. ამ ცვლილებებით, ეროვნული უსაფრთხოების კოორდინაციას საქართველოს მთავრობა გასწევს. კანონით განისაზღვრება უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი სუბიექტები და მის შემადგენლობაში არ იქნება პრეზიდენტი. ინიცირებული პროექტით მნიშვნელოვნად ფართოვდება პრემიერ-მინისტრის როლი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, რომელსაც პროექტის მიხედვით ექნება ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვის უფლებამოსილება.

 

საქართველოს პარლამენტმა ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე განიხილა.

 

ქვეყანაში, უსაფრთხოების ერთიანი მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნა თავისთავად მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. თუმცა, ინიცირებულ კანონპროექტში რჩება გარკვეული ბუნდოვანებები, საბჭოს დაკომპლექტების, საქმიანობის ორგანიზების თუ პრემიერ-მინისტრისთვის უსაფრთხოების სფეროში გადაცემული უფლებამოსილების კუთხით, რასაც დამატებითი განხილვა და გადამუშავება სჭირდება.

 

25 თებერვლის ღონისძიებაზე, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბების მიზნით, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი და მისი დახვეწის გზები. შეხვედრაზე შეჯერებული მოსაზრებები კი შემდგომში წარედგინება პარლამენტს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“