[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

მრავალფეროვნების პოლიტიკა მედიაში - სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან

09აპრ

Cover image

მრავალფეროვნების პოლიტიკა მედიაში - სოციალური სამართლიანობის ცენტრის ორგანიზებით 9-10 აპრილს ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა კვლევა, რომელშიც მიმოხილულია სისტემური მრავალფეროვნების პრაქტიკა საერთაშორისო მედიაში. 
 
საქართველოში მცხოვრებმა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გაუზიარეს საკუთარი დაკვირვებები მედიაში მრავალფეროვნების გაშუქების კუთხით არსებული ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების შესახებ. ასევე, გაიმართა თემატური დისკუსიები შემდეგ საკითხებზე:
  • ენის და განათლების გამოწვევები არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებში პოლიტიკური პროცესები და ეთნიკური უმცირესობები;
  • არადომონინატური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების  სოციო-ეკონომიკური გამოწვევები;
  • პრობლემური ცივილიზაციური და კულტურული დისკურსები მედიაში, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ. 
შეხვედრა გაიმართა ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“