[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

"მასწავლებლების ქსელის" მონაწილეების შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან

28მაი

Cover image

28 მაისს "მასწავლებლების ქსელის" მონაწილეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს, თამარ ჯაყელსა და ნინო გურგენიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბილინგვური მიდგომით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესახებ. რეფორმა მიზნად ისახავს სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში ორენოვან სწავლებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობების შექმნას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ნათია ნაცვლიშვილი და ნინო ბერიკაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს სკოლაში დემოკრატიული კომპეტენციების დანერგვაზე.
 
„მასწავლებელთა ქსელი“ ქვემო ქართლის, აჭარისა და პანკისის რეგიონში მომუშავე მასწავლებლებს აერთიანებს. ქსელის მიზანია სათემო და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული მასწავლებლების გაძლიერება და მასწავლებლებს შორის ინტერეთნიკური და ინტერრელიგიური დიალოგის წახალისება.
 
შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერის" ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“