[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლა მესამე ნაკადის მონაწილეებს მასპინძლობს

31ივლ

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სკოლის მესამე ნაკადის მონაწილეებს მასპინძლობს.

სკოლის გახსნას დაესწრო მორის პაულუსენი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული რეფორმებსა და მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე და სკოლის მონაწილეებს წარმატებული სამომავლო პროფესიული საქმიანობა უსურვა.

სკოლის მსმენელები არიან მართლმსაჯულების, დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარები, სამართალმცოდნეობისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

კურსის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა ქართული მართლმსაჯულების სისტემის არქიტექტურის, მასში განხორციელებული რეფორმებისა და არსებული გამოწვევების თაობაზე, გაეცნონ ევროინტეგრაციის პროცესში სასამართლო რეფორმის როლს, გამოკვეთონ სასამართლოს მხრიდან სხვა სახელისუფლებო შტოების ეფექტიანი კონტროლის გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. სკოლის ფარგლებში, ერთი სრული დღე მიეძღვნება უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლის საკითხებსაც, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები მოისმენენ სხვადასხვა მოხსენებას როგორც კანონმდებლობის გაცნობის, ასევე დღეს არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“