საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
02ივლ
2 ივლისს, 09:30 საათზე, კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართა მართლმსაჯულების ფორუმი თემაზე: „სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები".
ფორუმის მსვლელობისას გაანალიზდა სასამართლო რეფორმის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა:
გასულ წლებში სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების ანალიზი აჩვენებს, რომ განხორციელებულ ცვლილებებს აკლდა სისტემურობა და ამ პროცესში არ არსებობდა სათანადო პოლიტიკური ნება, შექმნილიყო შიდა და გარე გავლენებისგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმების ოთხი ტალღის მიუხედავად, კვლავაც მიუღწეველია მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე, სამართლიანი სასამართლო სისტემა. ამ ფონზე, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის საკითხი კვლავაც აქტუალურია და კრიტიკულად აუცილებელია, მომავალი რეფორმის პროცესი წარიმართოს მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის პირობებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსიაც.
ინსტრუქცია