საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14ოქტ
14 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განიხილა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება პრაიმტაიმის რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის და იმედის ჟურნალისტის, ნატალია მახვილაძის წინააღმდეგ. სადავო მასალები ეხებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას ბანგლადეშში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "პრაიმტაიმის" რედაქტორმა და "იმედის" ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვიეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ასევე დავობდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის მე-11 პრინციპი, რადგან ფაქტები მისი აზრით, განზრახ დამახინჯდა და მე-7 პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს. თუმცა, საბჭომ მიიჩნია, რომ ეს პრინციპები სადავო მასალაში არ დარღვეულა.
სხდომაზე მაჩალიკაშვილის ინტერესებს EMC წარმოადგენდა.
ინსტრუქცია