[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

კვლევის პრეზენტაცია - "იდენტობის პრობლემატიკა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში და მისი პოლიტიკური და სოციალური განზომილებები“

18დეკ

Cover image

18 დეკემბერს, მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით, გაიმართა კვლევის პრეზენტაცია - „იდენტობის პრობლემატიკა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში და მისი პოლიტიკური და სოციალური განზომილებები“. კვლევა პირველადი კვლევის შედეგებზე დაფუძნებით მომზადდა და მისი მიზანია, პოლიტიკურ პარტიებში და აგრეთვე, პოლიტიკის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუციაში გაზარდოს ცოდნა საქართველოში აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციის პრობლემატიკაზე. დოკუმენტის მიზანია, ყურადღება გაამახვილოს აზერბაიჯანული თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, თემში გაჩენილ თვითიდენტიფიკაციის ახალ პროცესზე და მის პოლიტიკურ განზომილებაზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“