საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
13დეკ
13 დეკემბერს ,,ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევა, რომელზეც ორგანიზაცია დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მუშაობდა, კანონმდებლობის და პრაქტიკის, ფარული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტების ერთობლივ ანალიზს მოიცავს.
კვლევაში განხილულია როგორც ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხები, ასევე კრიტიკულად არის შეფასებული ცალკეული ოპერატიული, ფარული საპოლიციო ღონისძიებები, დანაშაულის პრევენციის მიზნით ოპერატიული საქმიანობის გამოყენების პრაქტიკა, საპოლიციო საქმიანობის ფარგლებში კონფიდენტების/ინფორმანტების მუშაობა, ოპერატიულ საქმიანობაზე ზედამხედველობის და კონტროლის არსებული მექანიზმები.
ინსტრუქცია