საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
11აპრ
11 აპრილს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრმა (ISSA) გამართეს 1 კვლევის და 3 პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ცენტრის (ISSA) კვლევა 2022 წელს ჩატარდა და ის რაოდენობრივი კვლევის მეთოდებით ყოვლისმომცველად იკვლევს ეთნიკური უმცირესობების სოციალური მოწყვლადობისა და გარიყულობის პრაქტიკებს. კვლევა დამოუკიდებელ სოციალურ და ეკონომიკურ მონაცემებს გვაძლევს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებული რეგიონების - ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის აზერბაიჯანელების სოფლების და პანკისის ხეობის მიხედვით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული 3 პოლიტიკის დოკუმენტი კი ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
1. ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური ექსკლუზია საერთო მონაცემების კონტექსტში;
2. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ძირითადი გამოწვევები სოფლის მეურნეობის სფეროში;
3. ქვემო ქართლის შშმ პირების წვდომა სოციალური დაცვის ცენტრალურ დონეზე არსებულ მექანიზმებზე.
ინსტრუქცია