[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

კრიტიკული სკოლები პანკისსა და მარნეულში

12მარ

Cover image

2019 წლის თებერვლიდან დაიწყო კრიტიკული პოლიტიკის სკოლების მუშაობა მარნეულსა და პანკისში. სკოლის ფარგლებში ადგილობრივი აქტივისტების შერჩეული ჯგუფისთვის ტარდება ლექციების და დისკუსიების ციკლი სოციალური სამართლიანობის საკითხებზე პოლიტიკის და სოციალური მეცნიერების, ასევე ისტორიის და ფილოსოფიის პრიზმიდან.

მიმდინარე კვირებში ჩატარდა ლექციები შემდეგ საკითხებზე:

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა პანკისში: "ცოცხალი ცხედარი კავკასიაში და იმპერიული პროექტი 19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში"- შოთა პაპავა, ფილოლოგი, "საბჭოთა კავშირის ნაციონალური პოლიტიკა" - გიორგი მაისურაძე, კულტურის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური პროექტი" - ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა მარნეულში: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა - დემოკრატია ომის ნანგრევებზე” - ირაკლი ხვადეგიანი, ისტორიკოსი, "საბჭოთა ნაციონალიზმი: არის თუ არა ეს პროექტი დღესაც ცოცხალია ?" - დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი, „ეთნიკური აზერბაიჯანელის სახე ხატე ქართულ ლიტერატურაში“ - ცოტნე ცხვედიანი, ისტორიკოსი, მწერალი, „საქართველოს აზერბაიჯანელი მწერლები და მათ ლიტერატურა“ - ოქტაი ქაზუმოვი, ლიტერატურათმცოდნე, „ეროვნულობა და ნაციონალიზმი საქართველოში“ - გიორგი მაისურაძე, კულტურის მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის პროექტის - „ქვემო ქართლსა და პანკისში ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკული პოლიტიკური ცოდნისა და მონაწილეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“