საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
28ნოე
28 ნოემბერს კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის ფარგლებში გარემოსდაცვით და მწვანე საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. გიორგი ცინცაძემ, გარემოსდაცვითი საკითხების მკვლევარმა, ისაუბრა ბუნებრივი რესურსების, გარემოსდაცვით და მწვანე პოლიტიკის საკითხებზე. გიორგი ფცქიალაძემ ისაუბრა „მწვანეობაზე,“ როგორც იდეოლოგიაზე, მის პოლიტიზებაზე და „მწვანეობის“ ისტორიაზე ევროპასა და საქართველოში. ხოლო თიკო მაღედანი, მოძრაობიდან „გავიგუდეთ,“ მონაწილეებს მოუყვა მოძრაობის საქმიანობასა და მიზნებზე.
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა წარმოადგენს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ აკადემიურ და პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობით, არსებული ეკონომიკური წესრიგის ანალიზით, ეკოლოგიით, ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა აქტივისტებისა და მკვლევარებისთვის კრიტიკული ცოდნის გაღრმავების, კოლექტიური მსჯელობის, ურთიერთგაზიარებისა და საერთო მოქმედების სივრცის შექმნას. თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, პლატფორმის ფოკუსს ასევე წარმოადგენს მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების თანაკვეთის ძიება.
კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის ორგანიზება ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია