[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

კონფერენცია - "უმცირესობები საქართველოს მოქალაქეობის ძიებაში - მუსლიმი მესხები, სომხები, ჩეჩნები და ოსები"

21ნოე

Cover image

21 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა კონფერენცია თემაზე - „უმცირესობები საქართველოს მოქალაქეობის ძიებაში - მუსლიმი მესხები, სომხები, ჩეჩნები და ოსები“.

უმცირესობები, მათ შორის, მუსლიმი მესხები, ოსები, სომხები, ჩეჩენი ლტოლვილები, ხშირად, ეჯახებიან სისტემურ პრობლემებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებისა და მიღების პროცესში. აღნიშნულმა ჯგუფებმა მოქალაქეობა სხვადასხვა ისტორიულ და გეოპლიტიკურ კონტექსტში დაკარგეს და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და მისი აღსრულების პრაქტიკა მათთვის საჭირო გამონაკლისებსა და უფლების რეალური აღდგენის შესაძლებლობებს არ აძლევს.

ცხადია, რომ ამ რეალობაში ეს ჯგუფები საბაზისო სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე სოციალური უფლებების გარეშე რჩებიან. ამასთან, ამ მდგომარეობას აქვს სხვა პოლიტიკური და სოციალური კონტექსტებიც, რომელიც ინტეგრაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესს უკავშირდება.

დისკუსიის მიზანი იყო  საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ცალკეული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ საჯარო მსჯელობის წამოწყება და სახელმწიფო და სამოქალაქო აქტორებს შორის თანამშრომლობით გადაჭრის გზების ძიება.

კონფერენცია გაიმართა შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“