საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
29ნოე
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კვირეულში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა კონფერენცია: „სად ვართ დღეს - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“.
ჩვენ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მოწვეულ ექსპერტებთან, მკვლევრებთან და აქტივისტებთან ერთად ვიმსჯელეთ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით დღემდე გატარებულ ღონისძიებებზე, ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე წვდომის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ადრეული ქორწინების პრაქტიკაზე და მასთან ბრძოლის ეფექტიან გზებზე.
კონფერენციაზე ასევე წარვადგინეთ ჩვენი ახალი კვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის და აანალიზებს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფუნქციონირებს.
ინსტრუქცია