[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

კონფერენცია: "ქისტები, უდიები და მუსლიმი მესხები - მცირე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებები და გამოწვევები"

31მარ

Cover image

31 მარტს,  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა კონფერენცია თემაზე - "ქისტები, უდიები და მუსლიმი მესხები - მცირე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებები და გამოწვევები"

საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებები და გამოწვევები საჯარო დღის წესრიგში ხშირად არასწორად და პრობლემურად ხვდება. თუმცა, მცირე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შემთხვევაში, მათი ხმა თითქმის სრულად არის იგნორირებული და უგულებელყოფილი.

შეხვედრის მიზანი მცირე ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების საჭიროებები და გამოწვევები საჯაროდ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიის და მედიების წინაშე დაყენება და ამ თემაზე აკადემიურ, პოლიტიკურ და აქტივისტურ წრეებს შორის დისკუსიის სივრცეების გაჩენის ხელშეწყობა იყო.

 შეხვედრის ფარგლებში მცირე ჯგუფების წარმომადგენლებმა აქტივისტებმა და სათემო ლიდერებმა ისაუბრეს მათ პერსპექტივებზე, ხედვებზე და რეკომენდაციებზე. ასევე, კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ ყველა ძირითადი პარტიის წარმომადგენლები, ამ თემაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები, აკადემია და მედია ორგანიზაციები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“