[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

კონფერენცია -  „ფარული მიყურადება - უფლებრივი, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები“

08დეკ

Cover image

8 დეკემბერს  სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა კონფერენცია თემაზე:  „ფარული მიყურადება - უფლებრივი, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ექსპერტები და უფლებადამცველები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლები. კონფერენციის პირველ ნაწილში მომხსენებლებმა ისაუბრეს ფარული მოსმენების და მიყურადების ინსტიტუციურ და სამართლებრივ მხარეზე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჭარბ ძალაუფლებასა და უწყების სუსტ ანგარიშვალდებულებაზე პარლამენტის თუ საზოგადოების წინაშე. ღონისძიების მეორე პანელში კი ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ფარული მოსმენები და მიყურადება ცალკეული ჯგუფების მიმართ, რამდენად ექვემდებარებიან ისინი სახელმწიფო კონტროლსა და მეთვალყურეობას და რა რისკებს ქმნის არსებული პრაქტიკები ადამიანის უფლებების შელახვისთვის.

ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ ანალიტიკურ დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებულია კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მიყურადების და ფიქსაციის სამართლებრივი მოწესრიგება, ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და გამოწვევები.

  • ანალიტიკური დოკუმენტი: https://bit.ly/3pFfVWb
  • დისკუსიის ჩანაწერი: https://bit.ly/3ERrgc5

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“