საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
01ივლ
პირველ ივლისს, 11:00 საათზე, კოალიციამ „ღირსეული შრომისათვის“ გამართა პრესკონფერენცია სოციალური აგენტების და მათი პროფკავშირის მხარდასაჭერად.
მიუხედავად წლების განმავლობაში უცვლელად არსებული უმძიმესი შრომითი პირობებისა, რაც გამოიხატება სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასის (80 ლარი) საარსებო მინიმუმთან შეუსაბამობაში, ერთთვიან შრომით ხელშეკრულებებში, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობასა და სხვა საკითხებში, საპროტესტო განწყობების შექმნამდე, ეს პრობლემები ვერ გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყურადღების საგანი. ახლაც, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, სამინისტრო არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, დასმული საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადასაჭრელად. გარკვეული ტექნიკური მიზეზების საბაბით, დავის მოსაგვარებლად ამ დრომდე არ არის დანიშნული მედიატორი, ხოლო მიუხედავად მედიაციის პროცესის დაწყების ოფიციალური მოთხოვნისა, მინისტრის მოადგილის მხრიდან ვისმენთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისთვის არავის მიუმართავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით.
ინსტრუქცია