საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
25იან
25 იანვარს, EMC-მ ჭიათურაში (ნინოშვილის 12, ჭიათურელთა კავშირის ოფისი) გამართა ღია კარის დღე და საჯარო დისკუსია.
ღია კარი ჩატარდა 15:00-დან 18:00-მდე და მოსახლეობას სოციალურმა მუშაკმა იურისტთან ერთად უფასო კონსულლტაცია გაუწია.
19:00 საათზე კი, იმავე მისამართზე გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "ცხოვრება და მოქალაქეობა წიაღისეულზე დამოკიდებულ ქალაქში".
დისკუსია შეეხო თანამედროვე სამყაროში ჭიათურისა და მისი მსგავსი ინდუსტრიული ქალაქების ცხოვრების სპეციფიკასა და სირთულეებს, გლობალური კრიზისებისა (პოლიტიკური, ეკონომიკური) თუ ლოკალური კონტექსტის (კულტურა, სოციალური ურთიერთობები) ანალიზის საფუძველზე და შეეცადა პასუხი გაეცა კითხვებზე, თუ როგორია სოციალური ცხოვრების ფორმები პრივატიზაციისა და საჯარო რესურსების არარსებობის პირობებში, რა ბუნება აქვს თანამედროვე ეკონომიკურ სისტემას წიაღისეულებზე დამოკიდებული დასახლებების მიმართ და მოქალაქეობისა და სოციალური მობილიზაციის, შიდა დემოკრატიის რა ფორმების გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს - უკეთესი ცხოვრებისათვის.
ინსტრუქცია