02 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა ახალი დოკუმენტის პრეზენტაციას: “ატმოსფერული ჰაერის ინდუსტრიული წყაროებით დაბინძურება ქალაქ ფოთში".
დოკუმენტი ფოთში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს და სამართლებრივად აფასებს. მასში განხილულია ქალაქგეგმარებასა და ეკონომიკური პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფოთი მეტალურგიული ინდუსტრიის კერად აქცია; გარემოსდაცვითი საფრთხეები, რომლებიც შედეგად წარმოიშვა და კანონმდებლობა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. ამასთან, დოკუმენტი ხაზს უსვამს იმ ადგილობრივი თუ ეროვნული უწყებების პასუხისმგებლობას, რომლებსაც გაჩენილი პრობლემების გადაჭრა ევალებათ.