[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

EMC-ის და საიას ერთობლივი პრესკონფერენცია შრომის რეფორმაზე

22ივნ

Cover image

22 ივნისს, 10:30 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს.

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან დებულებებს, ევროდირექტივებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით დაწესებულ სტანდარტებს, რომელთა კანონმდებლობაში ასახვა და რეგულირება დასაქმებულთა უფლებების გაძლიერებასა და მათ პრაქტიკაში რეალიზებას არსებითად შეუწყობს ხელს. თუმცა, ამავე დროს, რიგი საკითხების სუსტი რეგულირება თუ გაუთვალისწინებლობა პაკეტის მნიშვნელოვან ნაკლად რჩება. მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი დაუჭიროს მშრომელების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი გარანტიების კანონმდებლობაში ასახვასა და აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“