საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
26ივნ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა საბჭოში ორი ანგარიში წარადგინეს. ამ საკითხთან დაკავშირებით 26 ივნისს ორგანიზაციებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ანგარიშები შეეხება მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ პრობლემებსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა კლანური მმართველობა სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი და საპროკურორო საბჭოების, გენერალურ პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ მოწყობა და მათ პრობლემურ უფლებამოსილებები, ასევე საგამოძიებო სისტემის პროკურატურისგან გამიჯვნის პრობლემა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადობა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სისხლისსამართლებრივი დასჯადობა და სხვა.
ინსტრუქცია