საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
04დეკ
2019 წლის 4 დეკემბერს გაიმართა დასკვნითი ღონისძიება PHR და EMC-ის ერთობლივი პროექტისა „თანასწორი გარემოს ხელშეწყობა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენებით“. პროექტი „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს პროექტის მიზნები, შედეგები, პროექტის ფარგლებში შემუშავებული ანგარიშები და პოლიტიკის დოკუმენტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიების დასაწყისში აუდიტორიას შესავალი სიტყვით მიმართეს PHR-ის დირექტორმა - ანა აბაშიძემ, EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა - კოტე ერისთავმა და ღია საზოგადოების ფონდის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა - ვანო ჩხიკვაძემ. ღონისძიების ძირითად ნაწილში PHR-ის იურისტმა ანი სალდაძემ და EMC-ის იურისტებმა - ნუცა ქაშაკაშვილმა და ქეთი ახობაძემ წარადგინეს მათ მიერ შემუშავებული ანგარიშები და პოლიტიკის დოკუმენტები. ანი სალდაძემ წარადგინა ანგარიში „თანასწორი გარემოს ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმულებისათვის“. ნუცა ქაშაკაშვილმა წარადგინა პოლიტიკის დოკუმენტი „შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით გონივრული მისადაგება.“ ქეთი ახობაძემ წარადგინა პოლიტიკის დოკუმენტი „შევიწროება სამუშაო ადგილზე: საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მიმოხილვა“. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია დამსწრე აუდიტორიასთან, სადაც მომხსენებლებმა უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებსა თუ კომენტარებს.
პოლიტიკის დოკუმენტებს EMC თავისი ვებ და ფეისბუქ გვერდების მეშვეობით გაავრცელებს.
ინსტრუქცია