საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
18ნოე
მიმდინარე წლის 18-20 ნოემბერს EMC ორგანიზებით გაიმართა დისკუსიების ციკლი თემაზე: „რელიგია და მისი სოციალური განზომილებები - ხელახალი წაკითხვის მცდელობა“.
დისკუსიის მიზანი იყო სასულიერო პირებსა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის უშუალო დიალოგისა და ფიქრის წახალისება თანამედროვეობაში რელიგიის საჯარო, სოციალურ როლზე და ამ დისკუსიის უშუალოდ ქართულ რეალობაში კონცეპტუალიზება. დისკუსია მეტწილად მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისთვის და რელიგიის და პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებისთვის იყო გათვალისწინებული.
დისკუსიების საპატიო სტუმარი და მომხსენებელი იყო ზურა ჯაში, რომელიც მიუნსტერის მართლმადიდებლური თეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტია. შეხვედრების ფარგლებში მან მოხსენებები წაიკითხა შემდეგ თემებზე:
შეხვედრის ფარგლებში საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს სხვა მომხსენებლებმაც, მათ შორის:
თანამედროვე ქართული სინამდვილის რამდენიმე ასპექტის შესახებ. დისკუსიებში მონაწილეობისთვის და საინტერესო დისკუსიებისთვის EMC მადლიერებას გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მიმართ. EMC განსაკუთრებულ მადლობას უხდის ამ ღონისძიების მხარდამჭერ სასულიერო პირებს, მამა გიორგი წეროძეს და დედა სიდონიას.
შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
ინსტრუქცია