[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია - უფლება სათანადო საცხოვრისზე: სახელმწიფოს პოლიტიკა და პრაქტიკა

23მაი

Cover image

23 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა მართავს პანელური დისკუსია თემაზე:  „უფლება სათანადო საცხოვრისზე: სახელმწიფოს პოლიტიკა და პრაქტიკა“. დისკუსიის მიზანი იყო სათანადო საცხოვრისის სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური გამოწვევებისა და ჩავარდნების იდენტიფიცირება.

პანელ-დისკუსიის ფარგლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აქტივისტები, მკვლევრები და თემით დაინტერესებული ადამიანები იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • საცხოვრისის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემები. მათ შორის, ქირითა და გირით მცხოვრები პირების ხელმისაწვდომობა საცხოვრისზე, ასევე, სტუდენტური საცხოვრისის შექმნის საკითხები;
  • ქვეყანაში სოციალური საცხოვრისის სერვისის სისტემური გამოწვევები;
  • ასევე, საცხოვრისის უფლების რეალიზაციისა და განსახლების საკითხები;

ღონისძიება გაიმართა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ღირსეული შრომის ანაზღაურება და ხელმისაწვდომი საცხოვრისის ადვოკატირება“ - ფარგლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“