[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია: "შემობრუნება კონსერვატიული პოპულიზმისკენ?!"

21აპრ

Cover image

21 აპრილს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა დისკუსია: "შემობრუნება კონსერვატიული პოპულიზმისკენ?!"

დისკუსიაზე მომხსენებლებთან ერთად, ვისაუბრეთ ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკაში შესამჩნევად მზარდ მემარჯვენე, კონსერვატიულ პოპულიზმზე, რომელიც სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს და ქართული ოცნების ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი ხდება. სხვა ქვეყნებში პოპულისტური რეჟიმების არა ერთი მკვლევარი ამგვარ მმართველობას არალიბერალურ დემოკრატიად, ჰიბრიდულ ავტორიტარიზმად მონიშნავს და პლურალიზმზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და განვითარებაზე მის უმძიმეს გავლენებს აღწერს.

მომხსენებლები:

  • ეკატერინე აღდგომელაშვილი, მრჩეველი გენდერის საკითხებში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • დათო ლაღიძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი;
  • თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

მოდერატორი: ნარგიზა არჯევანიძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი. 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“